ავტორი:

სილქნეტი საახალწლო შეთავაზებებს მობილურ სერვისზე ავრცელებს

სილქნეტი საახალწლო შეთავაზებებს მობილურ სერვისზე ავრცელებს

სადღესასწაულო დღეები გრძელდება და სილქნეტი მრავალფეროვან აქციებს თავაზობს მომხმარებლებს. საახალწლო შეთავაზებები მობილურ სერვისზე, 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

3-თვიანი ფასდაკლება მობილურ პაკეტებზე

სილქნეტის ქსელში ყველაზე პოპულარული პაკეტების გააქტიურების დრო დგება: 31 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე და 6-7 იანვარს, კოდით *024# ან აპლიკაციით „My Silknet“ თქვენ შეძლებთ ჩაირთოთ შემდეგი პირობები:

  • ულიმიტო ინტერნეტი – 25₾ (ნაცვლად 32-ისა)
  • ულიმიტო ადგილობრივი წუთები – 15₾ (ნაცვლად 22-ისა)
  • ყველაფერი ულიმიტო – 40₾ (ნაცვლად 55-ისა)
  • 50 ადგილობრივი წუთი + 2000 MB – 7₾ (ნაცვლად 11-ისა)
  • 4000 MB – 7₾ (ნაცვლად 11-ისა)
  • 300 ადგილობრივი წუთი – 7₾ (ნაცვლად 10-ისა)

სპეციალური ფასდაკლება მომდევნო ორ განახლებაზეც გავრცელდება.

1+1: ულიმიტო პაკეტები ორი ნომრისთვის ერთის ფასად!

საახალწლოდ უსასრულო კომუნიკაციისთვის, ულიმიტო პაკეტები შეარჩიეთ.

  • ყველაფერი ულიმიტო (ინტერნეტი, სასაუბრო & SMS)
  • ულიმიტო მობილური ინტერნეტი;
  • ულიმიტო ადგილობრივი წუთები*

1+1 შეთავაზებით, შეძლებთ გაუაქტიუროთ ჩამოთვლილი პაკეტებიდან რომელიმე სილქნეტის სხვა აბონენტს ერთჯერადად და მიიღოთ იგივე პაკეტი საკუთარ ნომერზე, ავტომატურად გაგრძელებადი პირობით. ორივე ნომერზე ერთის ფასად პაკეტის ჩართვა შესაძლებელია, კოდით *024# ან აპლიკაციით „My Silknet“.

აქციის პერიოდი: 31 დეკემბერი - 2 იანვარი, 6-7 იანვარი.

50%-იანი ფასდაკლება პორტირებული აბონენტებისთვის

31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, სილქნეტის ქსელში პორტირებული ყველა აბონენტი, რჩეულ და პოპულარულ მობილურ პაკეტებზე, 6 თვის განმავლობაში, 50%-იან ფასდაკებას მიიღებს:

  • ყველაფერი ულიმიტო – 27.5₾ (ნაცვლად 55-ისა)
  • ულიმიტო ინტერნეტი – 16₾ (ნაცვლად 32-ისა)
  • ულიმიტო ადგილობრივი წუთები – 11₾ (ნაცვლად 22-ისა)
  • მეტი უსასრულო+ – 17.5₾ (ნაცვლად 35-ისა)

პორტირებიდან 180 დღის განმავლობაში, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ პაკეტებს, კოდით *024# ან ახალი აპლიკაციიდან „My Silknet“.

სხვა ქსელიდან პორტირებისას გინარჩუნდებათ თქვენი ნომერი და მასზე არსებული ბალანსი, რომლის გამოყენებას სილქნეტის მობილურ ქსელში შეძლებთ.

პორტირება მარტივია! აირჩიეთ ონლაინ მომსახურება ან სერვის ცენტრში ვიზიტი. ისარგებლეთ სილქნეტის საახალწლო შეთავაზებით 7 იანვრის ჩათვლით!

საჩუქრები ახალ ნომერზე

თუ 31 დეკემბერიდან - 7 იანვრის ჩათვლით შეიძენთ ახალ სტანდარტულ ან ოქროს ნომერს (SIM, eSIM), სილქნეტისგან 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღებთ: 2000 MB ინტერნეტს ან 100 ადგილობრივ წუთს.

აქციაში ჩასართავად შეარჩიეთ ახალი ნომერი სილქნეტის ვებ გვერდიდან ან აპლიკაციაში „My Silknet“. ნომრის შეძენისას აირჩიეთ პაკეტიდან „მეტი“ შეთავაზებები და შემდეგ ახალი წლის საჩუქარი: ინტერნეტი ან სასაუბრო დრო.

საჩუქრის მისაღებად აუცილებელია, თვის განმავლობაში ნომრის ხარჯი იყოს მინიმუმ 5 ლარი. ხარჯის შემოწმება შეგიძლიათ კოდით *024#, ბონუსის კი - აპლიკაციიდან „My Silknet“.

სილქნეტი გისურვებთ წარმატებულ 2024 წელს!

R