ავტორი:

"ჩემი და და მისი შვილები უნდა დამეცვა, ცხოვრების შეცვლა მომიწია" - ანჯელინა ჯოლის ძმა ბრედ პიტისა და ანჯელინას დაშორების უცნობ დეტალებზე

"ჩემი და და მისი შვილები უნდა დამეცვა, ცხოვრების შეცვლა მომიწია" - ანჯელინა ჯოლის ძმა ბრედ პიტისა და ანჯელინას დაშორების უცნობ დეტალებზე

ანჯელინა ჯოლის ძმამ ჯეიმზ ჰეივენმა გაამხილა, რომ მას შემდეგ, რაც მისი და ბრედ პიტს დაშორდა, ბავშვებზე ზრუნვა თავის თავზე აიღო.

ჯეიმზი 90who10-ის პოდკასტში ჰყავდათ მიწვეული, როცა წამყვანებმა პირადი ცხოვრების შესახებ ჰკითხეს.

ცნობილი მსახიობის ძმასა და კოლეგას ჰკითხეს, როგორ უჭერდა მხარს თავის დას, როცა მედიის და საზოგადოების ყურადღება მთლიანად მისკენ იყო მიმართული. ჯეიმზი გამოტყდა, რომ მას ცხოვრების გარკვეულწილად შეცვლა მოუწია, რათა ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო.

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი და და დის შვილები უნდა დამეცვა. ცხოვრება ისე შევიცვალე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შემძლებოდა მათ გვერდით ყოფნა და დახმარება",- დასძინა ჯეიმზმა.

52 წლის მსახიობმა განმარტა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების გვერდით იმ პერიოდში ყოფილიყო, როცა ისინი ზრდასრულ ადამიანებად ყალიბდებოდნენ:

"ისინი მალე ზრდასრული ადამიანები გახდებიან და 20 წელს გადასცილდებიან. როცა კი მათთან ყოფნის საშუალება მაქვს, მადლიერებას ვგრძნობ".

48 წლის ჯოლი და 60 წლის პიტი 2016 წელს 12-წლიანი ქორწინების შემდეგ გასცილდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით იმასაც აეხადა ფარდა, რომ პიტი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და თვითმფრინავში შეკამათებისას ბავშვებსაც კი შეეხო ხელით, რამაც წყვილის ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

ჯოლისა და პიტს 2021 წლის მაისში ერთობლივი მეურვეობა მიენიჭათ, თუმცა ერთი თვის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება გააუქმა და მათი ბედი დღემდე გაურკვეველი რჩება.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა