ავტორი:

აფეთქება ფრენის დროს - Alaska Airlines-ის რეისმა ავარიული დაშვება განახორციელა (ფოტო+ვიდეო)

აფეთქება ფრენის დროს - Alaska Airlines-ის რეისმა ავარიული დაშვება განახორციელა (ფოტო+ვიდეო)

Alaska Airlines-ის რეისმა ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც ფრენის დროს ფანჯარა აფეთქდა.ონტარიო, კალიფორნიის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტიდან პარასკევს, საღამოს 4:52 წუთზე გაფრინდა და მხოლოდ 35 წუთის შემდეგ დაეშვა. თვითმფრინავში 171 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ადგილზე მუშაობა დაიწყო სახანძრო ბრიგადამ. შემთხვევის ადგილიდან ერთი მგზავრი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Boeing 737-9 Max-მა ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი 2023 წლის 25 ოქტომბერში მიიღო. ამ დროისთვის, Alaska Airlines-მა ყველა თვითმფრინავი შემოწმებაზე გაიყვანა.

Watch: Passenger video shows the side panel of a #Boeing 737 MAX 9 that blew out shortly after take off in #Portland in the US.https://t.co/yhmAyyjDiG pic.twitter.com/4A9dEnek2a
— Al Arabiya English (@AlArabiya_Eng) January 6, 2024

”თითოეული თვითმფრინავი დაბრუნდება ექსპლუატაციაში მხოლოდ სრული ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების დასრულების შემდეგ“ - განაცხადა Alaska Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ მინიკუჩიმ და დაამატა - "გული მწყდება მათზე, ვინც ამ რეისზე იმყოფებოდა - ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც განიცადეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს პილოტებსა და ბორტგამცილებლებს“..წყარო