ავტორი:

რუსეთმა ბელგოროდიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო - რა ხდება ქალაქში მასიური დაბომბვის შემდეგ?

რუსეთმა ბელგოროდიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო - რა ხდება ქალაქში მასიური დაბომბვის შემდეგ?

უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა ბელგოროდიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო. გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რამდენიმე ოჯახმა ქალაქი უკვე დატოვა. მისივე თქმით, მოსახლეობა ახლომდებარე ქალაქებში: სტარი ოსკოლსა და გუბკინში გადაიყვანეს, თუმცა იქ ყველას განთავსება შეუძლებელია. ამიტომ, იგი დახმარებას სხვა რეგიონების კოლეგებს სთხოვს.

  • გასულ შაბათ-კვირას, უკრაინის მიერ ბელგოროდის დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. იმ მომენტიდან რეგიონს პრაქტიკულად ყოველდღე ბომბავენ.

რუსეთის ხელისუფლება დაბომბვაში უკრაინის ძალებს სდებს ბრალს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელგოროდზე იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა. უკრაინის არმიის წარმომადგენლები სამხედრო იერიშებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ.

ბელგოროდი, 30 დეკემბერი

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მიერ მოწოდებული ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაში დაადანაშაულა. მოსკოვმა ბრალდება უარყო.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი 27 დეკემბერ გადასცა. შემდგომი დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებები კონგრესმა მხარდაჭერის ნაკლებობის გამო შეაჩერა. პარალელურად, უკრაინა აცხადებს, რომ თუ დასავლეთი დახმარებას არ მიაწვდის, მისი ომის ძალისხმევა და ქვეყნის საჯარო ფინანსები დიდ საფრთხეში იქნება...წყარო