ავტორი:

ჯუდ ბელინგემმა შეამჩნია, რომ ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას სციოდა - "რეალის" ვარსკვლავის ვარსკვლავური ქცევა (ვიდეო)

ჯუდ ბელინგემმა შეამჩნია, რომ ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას სციოდა - "რეალის" ვარსკვლავის ვარსკვლავური ქცევა (ვიდეო)

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "რეალი" გასვლაზე "არანდინას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი დაასვენა, ახალგაზრდა ინგლისელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მიუხედავად ამისა, ჯუდი თავისი კეთილშობილური საქციელით მაინც გამოირჩა.

ერთ-ერთ მომენტში ბელინგემმა შეამჩნია, რომ ბურთის მიმწოდებელ ბიჭუნას სციოდა და მისი დახმარება გადაწყვიტა. (ასევე ნახეთ: "ნეტავ ქუჩაში ცხოვრება შემეძლოს" - მბაპეს უცნაური ნატვრა )

ვიდეო: