ავტორი:

"ნაპოლი“ "ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა

"ნაპოლი“ "ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა და მეცხრე ადგილზე დაქვეითდა

სერია A- ს მე-19 ტურში "ნაპოლი“ გასვლაზე "ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა.

დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ ვლაშიჩმა 21-ე წუთზე მიზანს ვერ მიღწია. შემდეგ შესანიშნავი შანსი "ნაპოლის“ ჰქონდა, როდესაც რასპადორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქის გარემარბები კვარაცხელია და პოლიტანო განეიტრალებული ჰყავდათ, შეტევაშიც უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და სანაბრიამ გოლინის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული "ნაპოლის“ ახალწვეული მცველი მაცოკი მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა, ცოტა ხანში გოლინის ვლაშიჩმა გაუტანა და მაცარის გუნდის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მერე სანაბრიამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო ბონჯორნომ მესამე გაიტანა. 76-ე წუთზე "ტორინოში“ შეცვლაზე საზონოვი შევიდა. კაცნაკლული "ნაპოლი“ იერიშზე გადავიდა, ხვიჩას გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:0 დასრულდა. განაგრძეთ კითხვა