ავტორი:

"მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია" - მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

"მსგავს პაციენტებში ე.წ. ჩუმი ინფარქტის ძალიან მაღალი რისკია" - მსახიობ ზურა ბერიკაშვილის დისშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

უკვე რამდენიმე დღეა რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელობას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. თავდაპირველად ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.

მოგვიანებით ქალბატონმა მანანამ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ambebi.ge-სთან ისაუბრა.

"ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე "დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე, ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია", - ამბობდა ინტერვიუში.

მომხდარის შემდეგ საზოგადოებას აფრთხილებს მსახიობის დისშვილი ანო მაისურაძე. მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც დიაბეტი აქვთ, განსაკუთრებული კონტროლი სჭირდებათ, რადგან ტკივილს ვერ გრძნობენ.

ანო მაისურაძე:

"მეგობრებო, ვისაც გყავთ მეგობრები/ახლობლები/ნაცნობები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, გაითვალისწინეთ, რომ მსგავს პაციენტებში ე.წ. “ჩუმი ინფარქტის” ძალიან მაღალი რისკია. სისხლში მომატებული შაქარი, დროთა განმავლობაში, აზიანებს ნერვულ სისტემას, რაც იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას სხვადასხვა ორგანოს მიმართ, მათ შორის გულის, შესაბამისად, ვერ გრძნობენ ტკივილს. აუცილებელია გულსისხძარღვთა თანმიმდევრული და კონსისტენტური კონტროლი".

წაიკითხეთ ასევე: