ავტორი:

6 განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც "ჰარი პოტერის" მოყვარულებს აუცილებლად გაახარებს

6 განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც "ჰარი პოტერის" მოყვარულებს აუცილებლად გაახარებს

მიუხედავად იმისა, რომ ჯოან როულინგმა თავისი ბოლო წიგნი - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ 16 წლის წინ გამოუშვა და დიდ ეკრანებზე ახალი სერია ჯადოქარ ბიჭუნაზე 10 წლის წინ ვნახეთ, „ჰარი პოტერს“ არასოდეს დაუკარგავს პოპულარობა. პოტერმანია ჯერ კიდევ ცოცხალია და მისი მაგიური სამყარო კვლავაც იპყრობს დიდების და პატარების გულებს.

თუ თქვენს გარემოცვაში ჰარი პოტერის მოყვარული ბავშვი მოიძებნება და მისთვის შესანიშნავ საჩუქარს ეძებთ, ჩვენ შევადგინეთ ჰარი პოტერის ჯადოსნური საჩუქრების სია, რომელიც აუცილებლად მოხიბლავს პატარებს და შესაძლოა იმ უფროსებსაც კი, რომლებიც სულით ჯერ კიდევ ბავშვები არიან.

ყურსასმენი ჰარი პოტერის ვიზუალით

„ჰარი პოტერის“ ყურსასმენები წარმოებულია წამყვანი ფრანგული ბრენდის Lexibook-ის მიერ და იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. თავსებადია ყველა აუდიო და ვიდეო ფლეერთან.

საათი ჰარი პოტერის 20 სხვადასხვა გამოსახულებით

ლექსიბუქის საათით ბავშვებს შეუძლიათ გამოსახონ 20 განსხვავებული პერსონაჟი და ერთმანეთს საიდუმლო ენაზე ესაუბრონ მათი საშუალებით. იგი მარტივი ფორმატით აჩვენებს დროს და ბავშვებს უმარტივებს დღის პერიოდის ამოცნობას.

Mattel - ჰარი პოტერის ფიგურები

ჰარი პოტერის ფიგურები არა მხოლოდ პატარებს გაუხარდებათ, არამედ მის მოყვარულ უფროსებსაც, მინი-კოლექციის შესაგროვებლად.

ჰარი პოტერის საათი პროექტორით

საათი აღჭურვილია მშვიდი სინათლით, რაც ხელს უწყობს ბავშვის ტკბილად ჩაძინებას. ციფრული ლაზერი, რომელიც დროს გვაჩვენებს, არის იმდენად მარტივი ფორმატით, რომ პატარებმა შეძლონ მისი გაგება. „ლექსიბუქის“ საათის მაღვიძარა თავისი მშვიდი ხმით ბავშვს ეხმარება დილა დაიწყოს ხალისიანად და იყოს პროდუქტიული და ენერგიული მთელი დღის განმავლობაში. საათს ეცვლება სანათის ფერები: ლურჯი, წითელი, სტაფილოსფერი. ასევე, აქვს ტაიმერის 3 ვარიანტი: 5/15/30 წთ.

ფაზლი "ჰარი პოტერი ჰოგვარტსში"

ფაზლი "ჰარი პოტერი ჰოგვარტსში". მოთმინებით ააწყვეთ 104 ნაწილიანი ფაზლი და აღფრთოვანდით თითოეული ნაწილის დეტალებითა და ცოცხალი ფერებით, რომლებიც ხელახლა აცოცხლებენ ჰარისა და რონის Ford Anglia-ში მიმავალ კადრებს. ფაზლი ბავშვის ოთახს უნიკალურობისა და ხალისიანობის ელფერს შემატებს.

Clementoni - სამაგიდო თამაში "ჰარი პოტერი ქვიდიჩი"

სამაგიდო თამაში გაამხიარულებს ოჯახის ყველა წევრს, ან შესანიშნავი გასართობია მეგობრების თავშეყრისთვის.