ავტორი:

35 000-დოლარიანი ჩანთა, 2200-დოლარის ღირებულებს კაბა და... - შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული და ვარსკვლავური სტილი: რა ღირს მსახიობის უძვირფასესი სამოსი

35 000-დოლარიანი ჩანთა, 2200-დოლარის ღირებულებს კაბა და... - შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული და ვარსკვლავური სტილი: რა ღირს მსახიობის უძვირფასესი სამოსი

ცნობილი ქართველი ადამიანებიდან ვისი ცხოვრებაც ჰოლივუდის ვარსკვლავებისას არ ჩამოუვარდება, ალბათ, ეს შორენა ბეგაშვილია.

მსახიობი, ყოფილი ტელეწამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინფლუენსერი წლებია ყურადღების ცენტრშია.

მასზე ბევრს ჭორაობენ, წერენ, რომ გაკეთებული აქვს უამრავი პლასტიკური ოპერაცია, ასევე მუდმივად განხილვის თემაა მისი პირადი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ დიდი ხანია ბეგაშვილმა მედიასთან საუბარსა და ინტერვიუებზე უარი თქვა.

"ინსტაგრამზე" შორენას 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს და ძვირადღირებული ინფლუენსერია, მას ჰყავს ძვირადღირებული მანქანა, სერიით SHO, ფლობს საკუთარ ვილას დიღომში და მოგზაურობს უამრავ ქვეყანაში.

მისი პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანია. ბოლო ჭორების მიხედვით, ე.წ. კანონიერ ქურდ "ჭიასთან" დაშორების შემდეგ, შორენამ ბედნიერება ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან იპოვა. მამაკაცი, რომელზეც ამბობენ, რომ შორენას შეყვარებულია, საქართველოში არ ცხოვრობს.

ახალ წელს ბეგაშვილი დუბაიში შეხვდა, სადაც შვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად გაემგზავრა. კადრებში, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს, პერიოდულად ჩანს მამაკაცის ხელის ფოტოც.

ქართველი ვარსკვლავი ისევ დუბაიშია, საიდანაც ყოველდღე აქვეყნებს სურათებს, სადაც ჩანს შორენას ძვირადღირებული გარდერობი. დავინტერესდით, რა ღირს ვარსკვლავის კაბები და ჩანთები, რომელსაც ყოველდღიურად ატარებს და რა თქმა უნდა, ისინი ორიგინალებია.

მაგალითად, Lady Dior-ის ვინტაჟური წითელი ჩანთის ფასი 2.730 ევროდან იწყება.

ტოსკანაში გადაღებულ ფოტოზე შორენას 477 დოლარად ღირებული Loewe Cat-Eye-ს სათვალე უკეთია, GUCCI-ს ჩანთა კი 2228 დოლარი ღირს.

დუბაიში გადაღებულ ფოტოზე შორენას BALMAIN-ის ნაქსოვი ზედა და ქვედაბოლო აცვია, რომლის ღირებულებაც 1290 ევროა.

Alex perry-ს ულამაზესი ვერცხლისფერი კაბის ღირებულება 2200 დოლარია, სწორედ ასე გამოიყურებოდა შორენა ახალი წლის ღამეს დუბაიში.

HERMES Rouge Birkin-ის ღირებულება კი, რომელსაც შორენა დუბაიში ატარებს, 35 ათასი დოლარია.

Valentino-s VLogo-პრინტით ფართო აბრეშუმის შარვალი და ზედატანი 2200 ევრო.

ზაფხულში ტოსკანაში მოგზაურობისას შორენამ Dolce & Gabbana-ს ლიმონის პრინტით გაფორმებული კაბა ჩაიცვა, რომლის ღირებულება 800 ევრომდეა. Gucci Diana mini ჩანთის ღირებულება კი, რომელიც ვარსკვლავს აქვს, 5435 დოლარია.