ავტორი:

"თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ, ე.ი. არ მოვკვდი... ითიშები უბრალოდ" - რას წერს მაკა რაზმაძე

"თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ, ე.ი. არ მოვკვდი... ითიშები უბრალოდ" - რას წერს მაკა რაზმაძე

ქვეყანაში ცირკულირებს გრიპის ვირუსი. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, "ქვეყანაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა“.

სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერს, რომ ვირუსი მათთან საკმაოდ მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. მათ შორის არის ჟურნალისტი მაკა რაზმაძე. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ, ე.ი. არ მოვკვდი ეს რა იყო, ღმერთო...

ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღე. ასეთი საშინელი ვირუსი მართლა არ მქონია.

იწყება გულ-მკერდის სიმძიმით მერე ხველება და მერე ითიშები უბრალოდ. სიცხე,ბუნდოვანი მხედველობა, კუნთების და სახსრების ტეხვა ,

ვერ გრძნობ საკუთარ თავს და ასე შემდეგ.მგონი ვბრუნდები ნელ-ნელა...ფრთხილად იყავით,ხალხო.მართლა საშინელებაა.ჯანმრთელობა ყველას", - წერს მაკა რაზმაძე.