ავტორი:

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, დანიელ ნობოა ავრცელებს.

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერი ციხიდან გაიქცა.

"მე ახლახან საგანგებო მდგომარეობის განკარგულებას მოვაწერე ხელი, რათა შეიარაღებულ ძალებს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა ჰქონდეთ“, - განაცხადა ნობოამ.

ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

"დასრულდა ის დრო, როდესაც ნარკორეალიზატორები, მკვლელები და ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები მთავრობას კარნახობდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა“, - აღნიშნა ეკვადორის პრეზიდენტმა.