ავტორი:

უკრაინელი მფრინავი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა - "შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“

უკრაინელი მფრინავი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა - "შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“

23 წლის უკრაინელი მფრინავი ვლადისლავ ზალისტოვსკი, მეტსახელად "ლურჯი ჩაფხუტი" ომში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას პილოტის თანამებრძოლი ფილიპი ავრცელებს.

”სამწუხაროდ, ჩვენს პატარა საავიაციო ოჯახში, დავკარგეთ არა მხოლოდ მფრინავი, არამედ საიმედო ძმა, მეგობარი, შვილი და უბრალოდ, მშვენიერი და ნათელი ადამიანი ვლადისლავი!

ის იყო ერთ-ერთი, ვისთანაც ნებისმიერ დავალებას ვასრულებდი იმ იმედით, რომ რთულ ვითარებაშიც არ დამტოვებდა, ასე იყო სამხედრო საქმეშიც და საერთოდ ცხოვრებაში! სამწუხაროდ, ვერცერთი ჩვენგანი ვეღარ იხილავს ახალ ვიდეოებს. ვლადისლავი ჩვენი ცის დასაცავად დაიღუპა.

ის მხოლოდ 23 წლის იყო, უბრალოდ, იფიქრეთ ამ რიცხვზე, რა არის 23 წელი. ის იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის მფრინავი და ათობით საბრძოლო გაფრენა მისი დამსახურებაა. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, პატივისცემა ნამდვილ მოიერიშე პილოტს, რომელიც დაიღუპა უკრაინის დასაცავად!" - წერს გარდაცვლილის მეგობარი.

პილოტის გარდაცვალება მისმა შეყვარებულმა ევგენია ნესტერენკომაც დაადასტურა.

"არასდროს მიფიქრია, რომ ჩემს გვერდზე ასეთ პოსტს გამოვაქვეყნებდი. გიყვარდა შენი საქმე, შენი ცხოვრება, შენი ცა. შენ სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში, როგორც საუკეთესო ბიჭი მსოფლიოში. და არა მარტო ჩემში. უამრავი შენი ნაცნობი მეუბნება, რომ საუკეთესო ხარ. ყველას მართლა უყვარხარ! შენ მხოლოდ 23 წლის იყავი... სამუდამოდ იფრინე, ჩემო ანგელოზო“, - წერს ქალი.

ცნობილია, რომ ვლადისლავ ზალისტოვსკი დაიბადა ჟიტომირის ოლქის მალინში. 2021 წელს დაამთავრა ივან კოზედუბის სახელობის ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტი, იყო MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 7 იანვარს, ცნობილი გახდა უკრაინელი პოეტის გარდაცვალების შესახებ, რივნე მაქსიმი კრივცოვიდან, ომში მოხალისედ წავიდა რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან.