ავტორი:

"პანიკაში ვარ და უბრალოდ მინდა, რომ ეს საშინელება მოვიშორო" - "მაშველების" ვარსკვლავს სიმსივნე დაუდგინდა

"პანიკაში ვარ და უბრალოდ მინდა, რომ ეს საშინელება მოვიშორო" - "მაშველების" ვარსკვლავს სიმსივნე დაუდგინდა

ლეგენდარული სერიალის, "მაშველების“ ვარსკვლავს, მსახიობ ნიკოლ ეგერტს მკერდის კიბო დაუდგინეს. 51 წლის ნიკოლი ამბობს, რომ ეს დიაგნოზი გასული წლის დეკემბერში დაუსვეს. მისი თქმით, მეორე სტადიის სიმსივნე აქვს.

მსახიობის თქმით, ბოლო სამ თვეში წონაში ძალიან მოიმატა და მარცხენა მკერდის არეში საშინელ ტკივილს გრძნობდა, თუმცა ფიქრობდა, რომ ეს მენოპაუზის ნიშნები იყო. რადგან ტკივილი გაუსაძლისი გახდა, გადაწყვიტა ექიმთან მისულიყო.

ნიკოლ ეგერტი და პამელა ანდერსონი

შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი გამოვლინდა, რომ მსახიობს მკერდის კიბო აქვს.

“ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო, ვკითხულობ შთამაგონებელ ციტატებს, რომლებიც დადებითად განმაწყობენ და მოტივაციას მმატებენ“, - ამბობს ეგერტი.

მსახიობს დაგეგმილი აქვს ოპერაციის ჩატარება კიბოს მოსაშორებლად.

"პანიკაში ვარ და უბრალოდ მინდა, რომ ეს საშინელება მოვიშორო. შენ აქ ხარ და გრძნობ, რომ ის შენშია, გრძნობ როგორ იზრდება შენს ორგანიზმში", - ამბობს ნიკოლი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ეგერტის მშობლებიც კიბოს ებრძოდნენ. მამას კანის კიბო ჰქონდა, დედას კი მსხვილი ნაწლავის კიბო.