ავტორი:

24 საპირფარეშო, აუზი, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები - როგორ სახლში ცხოვრობს ჯენიფერ ლოპესი? (ფოტოები)

24 საპირფარეშო, აუზი, კალათბურთისა და ჩოგბურთის მოედნები - როგორ სახლში ცხოვრობს ჯენიფერ ლოპესი? (ფოტოები)

ჯენიფერ ლოპესმა და მისმა ქმარმა, ბენ აფლეკმა გასულ წელს ძველი სახლი გაყიდეს და მის ნაცვლად, ბევერლი ჰილზში ახალი სასახლე შეიძინეს. აქამდე მხოლოდ ამ სახლის მხოლოდ გარე ფასადების ფოტოები იყო გავრცელებული, მაგრამ უკვე მისი ინტერიერიც ვიცით.

მომღერალმა სოციალურ ქსელებში არაერთი ფოტო და ვიდეო განათავსა, სადაც სახლის შიდა სივრცე ჩანს. ეს სახლი ბენიფერმა 60,8 მილიონ დოლარად შეიძინა.

5,2 ჰექტარ მიწაზე აშენებულ უზარმაზარ საცხოვრებელ სახლში 12 საძინებელი, 24 საპირფარეშო და სასადილო ოთახია.

როგორც ჯენიფერის მიერ გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, სასადილო ოთახში შინდისფერი სკამები და ბროლის ჭაღი აქვს. ერთ-ერთ ვიდეოში ასევე მსახიობის უზარმაზარი გარდერობიც ჩანს.

ჯენიფერის სახლს აქვს დიდი სპორტული კომპლექსი, სადაც არის კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის მოედანი და ასევე კრივის სავარჯიშო დარბაზი.

ეზოში არის ცალკე სახლი დიასახლისებისთვის, ასევე ოროთახიანი სახლი დაცვისთვის. აუზი, ავტოფარეხი, სადაც 12 ავტომობილი ჰყავს განთავსებული და დამატებით 80 მანქანისთვის საპარკინგე ადგილი.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი