გაიგე, როგორ მიიღო ჯპს-სგან მედიკამენტები უფასოდ

გაიგე, როგორ მიიღო ჯპს-სგან მედიკამენტები უფასოდ

თუ ხართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი, თქვენ შეგიძლიათ ჯპს-ის ქსელში მიიღოთ უფასო მედიკამენტები და დასაჩუქრდეთ.

პროგრამაში ჩართვის მთავარი პირობა ექიმთან ვიზიტია, რომელიც მოახდენს თქვენს რეგისტრაციას ბაზაში და მის მიერ გამოწერილი მედიკამენტების გატანას ჯპს-ის ნებისმიერი ფილიალიდან შეძლებთ. ის ბენეფიციარები, რომლებიც სრულად მოახდენენ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების ჯპს-ის ქსელიდან გატანას, მიიღებენ საჩუქარს. აფთიაქში სტუმრობისას აუცილებელია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამის ფარგლებში თქვენ შეძლებთ უფასოდ მიიღოთ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების; ფილტვის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი II); ფარისებრი ჯირკვლის; ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით.

R