ავტორი:

სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, მხილებულია 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც - "როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა"

სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს,  მხილებულია 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც - "როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა"

ამოქალაქო აქტივისტი, იურისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ კაცი, რომელიც მარნეულში ძაღლის წამებისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული.

მისი ინფორმაციით, დაზარალებული იმავე სოფელში ცხოვრობს, სადაც ბრალდებული მამაკაცი.

"მე როგორც ვიცი, რამდენიმე თვის წინ ამ გოგოს შესთავაზა თანხა სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ და როგორც გავიგე, 3-4 დღის წინ ამ გოგოს მოტაცებას ცდილობდა", - ამბობს სამირა ბაირამოვა "ტვ პირველთან" საუბრისას.

  • რას წერს სამირა "ფეიქბუქზე"?

"ძაღლის სასტიკად ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებაც დაწყებულა და მარნეულის პოლიციამ ვიდეოს გავრცელების მომენტიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირება, განსაკუთრებულად ძალადობის საქმეზე ძალიან ყოჩაღად მუშაობენ, სწრაფი რეაგირებაა, ამას დადებითად ვაფასებ.

მადლობა ყველას, იმედი მაქვს, დამნაშავეთა ჯგუფი სასტიკად დაისჯება. ყველამ დაინახოს, რომ ცხოველებსაც გაჩნიათ უფლება და ესეც ძალადობაა! ასევე ამ კაცის, მოძალადის მიერ 13 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი საქციელიც ცალკე უმძიმესი დანაშაულია და ამ საქმეს არ შევეშვები, ორმაგად უნდა დაისაჯოს!

პოლიციის მხრიდან რაც საჭიროა გაკეთებულია, ეს კადრები და ინფორმაცია ბავშვის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, გუშინ გახდა ყველასთვის ცნობილი და მარნეულის პოლიციამ კადრების გავრცელების მომენტიდან დაიწყო რეაგირება, კონტაქტზე ვიყავით.

მე, როგორც უფლებადამცველი, თვალს არ ვხუჭავ არცერთ თემაზე და არასდროს ეროვნებაზე აქცენტს არ ვაკეთებ. რეგიონში მომხდარ ამბებზე ინფორმაციას იმის გამო კი არ ვდებ, რომ აქ მცხოვრები ადამიანები, უმცირესობები გავლანძღოთ. ვინც ეროვნების დამცირებაზე კომენტარებს აკეთებს და პირადში მწერს, თქვენც არ გახდეთ ჩემი ობიექტი, რომ ცალკე შევიტანო საჩივარი. დასრულეთ ეს კულტურა!!! ვინც ის სასტიკი ქმედება ჩაიდინა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასტიკად მოხდეს მისი დასჯა ორივე შემთხვევის გამო. დიდი შრომა გვაქვს წლებია ინტეგრაციაზე, თემის განვითარებაზე, ტოლერნატული საზოგადოების ჩამოყალიბაზე და გთხოვთ, ეს საქმეც არ გავაფუჭოთ", - წერს სამირა ბაირამოვა.

ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გავრცელდა მამაკაცის მორიგ დანაშაულზე ინფორმაცია. 13 წლის მოზარდის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი ძალოვანი უწყებისგან არ კეთდება.

წაიკითხეთ ასევე: