ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ - 29 წლის სოფია ბოლოს ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში ნახეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ - 29 წლის სოფია ბოლოს ოჩამჩირის ერთ-ერთ სოფელში ნახეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღეა ეძებენ 29 წლის ქალს, სოფია ოლეინიკის. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ძებნის სამუშაოები არ წყდება.

სამძებრო სამუშაოები 27 დეკემბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს დატოვა ქალმა სოხუმში სახლი და გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ის 7 იანვარს ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაინახეს, თუმცა მეტი არაფერია ცნობილი.

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ქალის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ოჩამჩირის, გულრიფშის და გალის რაიონული პოლიციის განყოფილებების, სოხუმის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, ასევე დე ფაქტო შსს-ს ცენტრალური აპარატის ოპერატიული დანაყოფების "ხელმძღვანელები".