ავტორი:

"ჩემთან ფოტოს გადაღება არ სურდა. უარი მითხრა" - ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, გაოცებული ტეილორი და განაწყენებული სელენა: რაზე ჭორაობდნენ ვარსკვლავები "ოქროს გლობუსზე"?

"ჩემთან ფოტოს გადაღება არ სურდა. უარი მითხრა" - ვირუსულად გავრცელებული ვიდეო, გაოცებული ტეილორი და განაწყენებული სელენა: რაზე ჭორაობდნენ ვარსკვლავები "ოქროს გლობუსზე"?

2024 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე არაერთი საინტერესო მომენტის მომსწრენი გავხდით, თუმცა ყველა დაინტრიგდა, რაზე ჭორაობდნენ სელენა გომესი და ტეილორ სვიფტი.

როგორც მედიამ გაარკვია, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში გომესი ტეილორ სვიფტსა და კელი სპერის დაჯილდოების სარეკლამო ჭრის დროს ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის შესახებ ეჩურჩულებოდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/C98WJYzSipQ?si=6xV8mxkwaDtT0NPj" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ინტერნეტში სწრაფად შენიშნეს, რომ გომესი საუკეთესო მეგობრებს უყვებოდა, როგორ უთხრა ტიმოთიმ მას ფოტოს გადაღებაზე უარი.

როგორც ონლაინ გაშიფრეს, გომესი სვიფტს და სპერის ეუბნებოდა:

"მას ჩემთან ფოტოს გადაღება არ სურდა. უარი მითხრა".

სპერიმ ჰკითხა, - "ტიმოთიმ?"

რაზეც გომესმა თავი დაუქნია. ტეილორ სვიფტმა ამის მოსმენის შემდეგ გაოგნებული სახე მიიღო და სელენას რაღაც უჩურჩულა.

მიუხედავად სოციალურ ქსელებში მოარული ჭორებისა, სელენასთან დაახლოებული წყარო უარყოფს, რომ გომესი ვიდეოში კაილისა და ტიმოთიზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ სელენას მსახიობი არც უნახავს და არც დალაპარაკებია: "მათთან ფოტოს გადასაღებად არასდროს მისულა",- აცხადებს ის.

მიუხედავად იმისა, რომ სელენა წელს "ოქროს გლობუსით" არ დაუჯილდოებიათ, მომღერალმა ღონისძიების დასრულების შემდეგ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, რომელსაც მიაწერა : "გავიმარჯვე".

გომესი და ბლანკო ერთადერთი წყვილი არ იყო, ვინც ამ საღამოს მაყურებლის ყურადღება მიიქცია. 26 წლის კაილი და ტიმოთი მთელი ცერემონიის განმავლობაში გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებულნი ისხდნენ. ერთ მომენტში შენიშნეს კიდეც, როგორ კოცნიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ :"მიყვარხარ".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა