ავტორი:

ექიმის ინფორმაციით, გორში იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა, რომ არ იცოდა ფეხმძიმედ თუ იყო - "სასწაულები ხდება"

ექიმის ინფორმაციით, გორში იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა, რომ არ იცოდა ფეხმძიმედ თუ იყო - "სასწაულები ხდება"

გორში, იმშობიარა ქალმა, რომელმაც ბავშვი მუცლით ცხრა თვე ისე ატარა, რომ არ იცოდა ფეხმძიმედ თუ იყო. ინფორმაციას და ექიმის კომენტარს TV მონიტორინგი ავრცელებს.

ექიმის ინფორმაციით, ქალმა კლინიკას მუცლის ტკივილის გამო მიმართა და სწორედ მაშინ გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო და მშობიარობა ეწყებოდა. დედის და შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"შობას სასწაულები ხდება, დედამ მოგვმართა ჩივილებით, მუცლის არეში მოვლითი ტკივილები მაქვსო, თავადაც არ იცოდა, რომ ორსულად იყო, შეეძინა ბიჭი, 3,500 გრამს იწონის ახალშობილი. ამჟამად დედის და ბავშვის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია" - ამბობს ექიმი.