ავტორი:

42 წლის ალესანდრა ამბროსიო ბიკინებში - ულამაზესი სუპერმოდელის შთამბეჭდავი ფოტოები ბრაზილიური სანაპიროდან

42 წლის ალესანდრა ამბროსიო ბიკინებში - ულამაზესი სუპერმოდელის შთამბეჭდავი ფოტოები ბრაზილიური სანაპიროდან

ალესანდრა ამბროსიო არაჩვეულებრივ ფორმაშია. პაპარაცებმა Victoria Secret-ის ყოფილი მოდელი ბრაზილიის სანაპიროზე ბავშვებთან ერთად დასვენებისას დააფიქსირეს.

ფერად ბიკინიში გამოწყობილი 42 წლის მოდელის ფოტოები Daily Mail-მა გაავრცელა.

ალესანდრას სანაპიროსთვის შესაბამისი, ნიჟარების ყელსაბამი და პატარა საყურე ეკეთა. მოდელს თან შვილები, 15 წლის ანია და 11 წლის ნოე ახლდა და როგორც გარშემომყოფები ყვებიან, დედა და შვილები სანაპიროზე შესანიშნავ დროს ატარებდნენ.

ამბროსიომ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას "სამი რამის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება: სიყვარულის, ოჯახის და მეგობრების".

მოდელმა ისიც გაამხილა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი გარეგნობის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა.

"ვთვლი, რომ შინაგანი თავდაჯერებულობა განმივითარდა. არ ველოდი, რომ ჩემი სამოდელო კარიერა ამდენ ხანს გასტანდა", - ამბობს ალესანდრა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა