ავტორი:

საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი - ვინ არის გაბრიელ ატალი?

საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი - ვინ არის გაბრიელ ატალი?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დაასახელა. ატალი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება.

ის ელისაბედ ბორნს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ, 8 იანვარს დატოვა. მისი გადადგომა საპენსიო სისტემის სადავო რეფორმებთან და საიმიგრაციო კანონებთან დაკავშირებით წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისს მოჰყვა.

34 წლის ატალი პოლიტიკურ ასპარეზზე ათწლეულზე მეტია ჩანს. ის 10 წლის წინ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა, სადაც 5 წელი იმუშავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ატალი საფრანგეთის ისტორიაში პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრია. მისი პარტნიორი ევროპარლამენტარი სტეფან სეჟურნია.

ფრანგული პრესის მიხედვით, ატალი საფრანგეთის პრეზიდენტით, ემანუელ მაკრონით მოხიბლულია და მას მენტორად აღიქვამს. ის შთაგონებულია მაკრონის იდეით, დაარღვიოს ძველი მემარჯვენე-მემარცხენე დაყოფა და სურს, რომ საფრანგეთის პოლიტიკის წესები განაახლოს.

2020 წლიდან ატალი მთავრობის სპიკერი იყო.

გასულ წელს გაბრიელმა განათლების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ატალმა მინისტრობის პერიოდში სხვადასხვა რეფორმა გაატარა, მათ შორის ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიაც ჩაატარა. მინისტრი გამოტყდა, რომ სკოლის პერიოდში თავადაც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.

როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, გაბრიელ ატალი მაკრონის მთავრობიდან ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ფიგურაა ფრანგი ხალხისთვის.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა