ავტორი:

"კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება" - ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე

"კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება" - ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე

"კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა.

"ვაქცინაცია "კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაუცველთათვის. სექტემბერში ჯანდაცვის მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილში ხაზი გავუსვი "კოვიდ-19“-ისა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობას“, - განაცხადა სტელა კირიაკიდესმა.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ადეკვატური ტესტირება, თანმიმდევრულობა და მონაცემების გაზიარება.

ცნობისთვის, ხორვატიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით "კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიკვდილის 68 შემთხვევა დადასტურდა. მედია აღნიშნავს, რომ თუ მიმდინარე ტენდენციები შენარჩუნდება საბერძნეთში ყოველკვირეულად 80-მდე ადამიანის სიკვდილს პროგნოზირებენ, ხოლო იტალიაში 2023 წლის ბოლო ორ კვირაში "კოვიდ-19“-ისა და გრიპის შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.