ავტორი:

"ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი... საჯაროდ, მოულოდნელად ხელის თხოვნა ქალისათვის დამამცირებელია" - რას წერს რომან გოცირიძე

"ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი... საჯაროდ, მოულოდნელად ხელის თხოვნა ქალისათვის დამამცირებელია" - რას წერს რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე კაცის მიერ ქალისთვის ხელის თხოვნის გავრცელებულ ფორმასთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ "ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია".

  • შესაბამის პოსტს გოცირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება.

როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს.საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი.

ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია. ის არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, ის არის ქალის გამაბედნიერებელი.

ისე, ერთხელ მაინც პირიქით რატომ არსად მომხდარა, ქალს რომ გამოეჩინოს ინიციატივა და კაცისთვის მოეწყოს “სიურპრიზი”?" - წერს რომან გოცირიძე.