ავტორი:

"დღეს გააღვიძეს.. თვალი გაახილა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ჩოლოყაშვილი ზურა ბერიკაშვილის შესახებ

"დღეს გააღვიძეს.. თვალი გაახილა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ჩოლოყაშვილი ზურა ბერიკაშვილის შესახებ

უკვე რამდენიმე დღეა რაც საზოგადოება ზურა ბერიკაშვილის გამოჯანმრთელებას გულშემატკივრობს. ცნობილ მსახიობს მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა - მას გული გაუჩერდა. თავდაპირველად ამის შესახებ აუდიტორიას სოციალური ქსელის საშუალებით მსახიობის დამ მანანა ბერიკაშვილმა აცნობა.

მოგვიანებით ქალბატონმა მანანამ ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ambebi.ge-სთან ისაუბრა.

"ზურიკო 22 წლის ასაკიდან ინსულინზეა, დიაბეტი აქვს. თურმე "დიაბეტიკებს“ არ აქვთ ტკივილის შეგრძნება. აქედან გამომდინარე ინფარქტმა ისე დაარტყა, ტკივილი არ უგრძნია", - ამბობდა ინტერვიუში.

  • ამჯერად ზურას მეგობარი, მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ზურას შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

"რადგან მწერთ და გაინტერესებთ გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაყავთ... დღეს, გააღვიძეს.. თვალი გაახილა... ", - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ჩოლოყაშვილი.