ავტორი:

X-Men-ის ვარსკვლავი, მსახიობი ადან კანტო 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

X-Men-ის  ვარსკვლავი, მსახიობი ადან კანტო 42 წლის ასაკში  გარდაიცვალა

X-men-ის ვარსკვლავი, მსახიობი ადან კანტო 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მექსიკელი მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა.

ადანის გარდაცვალებას მისი კოლეგა და მეგობარი, ჰოლი ბერი გამოეხმაურა: "ჯერ სიტყვებს ვერ ვპოულობ... მაგრამ ის ყოველთვის, ყოველთვის ჩემს გულში იქნება".

ადანს მეუღლე, სტეფანი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. სტეფანიმ მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "ძვირფასო ადან, მალე გნახავ."

ტელესერიალ Designated Survivor-ში ადანის კოლეგა, კიფერ საზერლენდიც გამოეხმაურა მის გარდაცვალებას: "ის ძალიან მოგვენატრება. უსაშველოდ ვწუხვარ მისი მეუღლის, სტეფის და ორი მცირეწლოვანი შვილის გამოც. ადან, მშვიდობით განისვენე."

კანტო Designated Survivor-ში აარონ შორის როლს თამაშობდა. მაყურებელს კანტო Netflix-ის პოპულარული სერიალიდან, Narcos-დანაც დაამახსოვრდა, სადაც მსახიობი კოლუმბიელი პოლიტიკოსის, როდრიგო ლარა ბონილას როლს ასრულებდა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა