ავტორი:

"თუ ეს ბუშტები შეიძინეთ,  გთხოვთ, დაგვიბრუნოთ - მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა, ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვიოს" - "სამი ძმა" მომხმარებელს მიმართავს

"თუ ეს ბუშტები შეიძინეთ,  გთხოვთ, დაგვიბრუნოთ - მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა, ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვიოს" - "სამი ძმა" მომხმარებელს მიმართავს

"თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში“ - „კომპანია „სამი ძმა“ ფეისბუქის გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ თუ მათ ქსელში კონკრეტული პროდუქცია შეიძინეს, არ გამოიყენონ ის, რადგან ლაბორატორიულმა კვლევებმა ამ ორი პროდუქტის უვნებლობა უარყო.

"ძვირფასო მომხმარებელო: კომპანია „სამი ძმა„ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა: თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, (იხილეთ ფოტო) გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში.

პროდუქციის უკან დაბრუნების ზუსტი ვადა მოიცავს 10.01.2024-დან 09.03.2024-მდე პერიოდს. უფრო დეტალურად კი: საუბარია ბუშტზე, სერია/მარკა AUF-20, ბუშტი XIONG FENG პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ,ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ)....წაიკითხეთ სრულად