ავტორი:

ჩხვლეტა გურულად - შევარდნაძის საჩუქარი პუტინს: ნახატი "დედის ოცნება", რომლითაც "შევემ" რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ვერა პუტინაზე მიანიშნა

ჩხვლეტა გურულად -  შევარდნაძის საჩუქარი პუტინს: ნახატი "დედის ოცნება", რომლითაც "შევემ" რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ვერა პუტინაზე მიანიშნა

გთავაზობთ ამონარიდს kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნებული ბესიკ ალადაშვილის ბლოგიდან:

2002 წლის 7 ოქტომბერს კიშინიოვში დსთ-ს სამიტი გაიმართა, იმ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 50 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია შეხვედრის მონაწილენი ამ თარიღისთვის მომზადებულნი აღმოჩნდნენ. იყო მრავალი საჩუქარი და მილოცვა. მაგრამ ამ სიჭრელეში მაინც გამოირჩეოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საჩუქარი. მან იუბილარს აჩუქა სურათი ”დედის ოცნება”, რომელიც სიძვირფასით და ზომებით (სულ 80X60 სმ იყო) იმდენად არ გამოირჩეოდა, რამდენადაც გურული ეშმაკური მინიშნებით. სურათზე დახატული იყო მდინარის პირას მდგარი ქალი, პატარა ბიჭუნასთან ერთად. ახალგაზრდა ქალს ოცნებებში ჩაძირულ სახეზე შვილის დიდი მომავლის იმედი ესახება.

ჩემი აზრით, მეტად საინტერესო და საკმაოდ თამამი მინიშნება იმალებოდა ამ ერთი შეხედვით უბრალო საჩუქრის მიღმა. პირველი და მოულოდნელი „საჩუქარი“ ქართველებმა პუტინს 1999 წლის შემოდგომაზე "მიართვეს“: ბევრს გემახსოვრებათ პუტინის რუსეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩვენთან ატეხილი აჟიოტაჟი: ვითომ ის საქართველოში, კერძოდ კი კასპის რაიონის სოფელ მეტეხში იყო დაბადებული და, რომ მისი დედა, საკუთარი შვილისგან მივიწყებული, იქ ცხოვრობდა. ქართულ პრესაში დაიბეჭდა კიდეც სლავური გარეგნობის მოხუცი ქალის ფოტოსურათი: ჭაღარა ქალბატონის თვალებში წლების მანძილზე უნახავი შვილის დიდი სევდა თითქოს მართლაც იხატებოდა. ვერა პუტინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დედა იყო, 2023 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა მასმედიამ ირონიულად მიიღო ქართველების “პროვინციული ახირება” და ოფიცილურ წყაროებზე დაყრდნობით საკმაოდ მკვახედ უარყო ეს ვერსია. წაიკითხეთ სრულად