ავტორი:

ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმისას "ანადოლუს" ქართველი რეპორტიორი დავით კაჭკაჭიშვილი დაშავდა - რას წერს თურქული გამოცემა?

ხარკოვში რუსული ძალების თავდასხმისას "ანადოლუს" ქართველი რეპორტიორი დავით კაჭკაჭიშვილი დაშავდა - რას წერს თურქული გამოცემა?

ხარკოვში, რუსეთის ავიაიერიშის სამიზნე გახდა ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც თურქული სააგენტოს "ანადოლუს" ჟურნალისტები იმყოფებოდნენ და მათ შორის იყო გამოცემის ქართველი რეპორტიორი, დავით კაჭკაჭიშვილი. როგორც გამოცემა წერს, კაჭკაჭიშვილი აფეთქების შედეგად დაშავდა.

  • რუსული რაკეტების სამიზნე სასტუმრო ოთხშაბათს ღამით გახდა. თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით, ღამის 23:30 საათზე განხორციელდა. ორი რაკეტა მოხვდა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ Anadolu-ს კორესპონდენტები. აფეთქებისას ისინი შენობაში არ იყვნენ.

აფეთქების შედეგად განადგურდა სასტუმროს ზედა სართულები და შენობა ცეცხლმა მოიცვა.

"ანადოლუს" რეპორტიორმა დავით კაჭკაჭიშვილმა და ფოტორეპორტიორმა ოზგე ელიფ ქიზილმა გაქცევა შეძლეს.

კაჭკაჭიშვილს ხელებზე მცირე ჭრილობები აღენიშნებოდა. როგორც "ანადოლუ“ წერს, ორივე რეპორტიორი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმისას დაზიანდა გადამღები ჯგუფის მანქანა, რომელიც გამოუსადეგარი გახდა. ასევე განადგურდა სასტუმროსთან ახლოს გაჩერებული ავტომობილები.