ავტორი:

"ყოველ მეორე შაბათს 18 საათის განმავლობაში თავს ქილაში ვყოფ. ეს სასწაულებს ახდენს, თუმცა სუნი საშინელია" - რას ამბობს 56 წლის ჯულია რობერთსი ახალგაზრდობის საიდუმლოზე: მსახიობის ახალი ფოტოები

"ყოველ მეორე შაბათს 18 საათის განმავლობაში თავს ქილაში ვყოფ. ეს სასწაულებს ახდენს, თუმცა სუნი საშინელია" - რას ამბობს 56 წლის ჯულია რობერთსი ახალგაზრდობის საიდუმლოზე: მსახიობის ახალი ფოტოები

ჯულია რობერტსი ერთ-ერთ ულამაზეს ქალად არის აღიარებული. ის მსოფლიოში არაერთი ქალისთვის შთამაგონებელია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, 56 წლის ჯულია საკუთარ თავს "ზედმეტად სერიოზულად არ აღიქვამს".

ბრიტანულ Vogue-თან მიცემულ ახალ ინტერვიუში ჯულია ახალგაზრდული იერის შენარჩუნების მისეულ ხერხებზე იუმორით საუბრობს.

ჟურნალისტს მან ასე უპასუხა:

  • "ახალგაზრდულ იერს როგორ ვინარჩუნებ? - დამწნილებით. ყოველ მეორე შაბათს 18 საათის განმავლობაში თავს ქილაში ვყოფ. ეს სასწაულებს ახდენს, თუმცა სუნი საშინელია".

უფრო სერიოზული პასუხი ვისაც აინტერესებს, რობერტსი მათაც პასუხობს და ამბობს, რომ ახალგაზრდობის გასაღები გარშემომყოფებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული:

"რა თქმა უნდა, გენეტიკაც გვეხმარება. კარგი გენები, სრულფასოვანი ცხოვრება. და კიდევ, ამაზე ხუმრობით ვსაუბრობ ხოლმე, მაგრამ მე მართლა მჯერა კარგი მამაკაცის სიყვარულის ძალის.

მჯერა, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავს, რაც ძალიან, ძალიან მაბედნიერებს. და ბოლოს, ყოველთვის, როცა ნებისმიერ ადამიანს ბედნიერს ვხედავთ, იმას საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი წლისაა", - ამბობს მსახიობი.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა