ავტორი:

"უცხოპლანეტელების" სკანდალი აშშ-სა და ბრაზილიაში - რას აცხადებს პოლიცია და რას უკავშირდება რეალურად კადრებში აღბეჭდილი 7-მეტრიანი, ადამიანის მსგავსი ფიგურები

"უცხოპლანეტელების" სკანდალი აშშ-სა და ბრაზილიაში - რას აცხადებს პოლიცია და რას უკავშირდება რეალურად კადრებში აღბეჭდილი 7-მეტრიანი, ადამიანის მსგავსი ფიგურები

უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც სოციალურ ქსელებში ვიდეოები ვრცელდება, სადაც, მათი ავტორების მტკიცებით, 7-მეტრიანი უცხოპლანეტელებია აღბეჭდილი.

ყველაფერი გასულ კვირას დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში მაიამის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ კადრებში 7 მეტრამდე სიმაღლის უცხოპლანეტელი ჩანდა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ქალაქში პოლიცია იყო მობილიზებული

მოგვიანებით, სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ადგილზე პოლიციის უამრავი მანქანა მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ადამიანთა დიდი ჯგუფი ჩხუბობდა და მათ გაშველებას ცდილობდნენ.

მათი თქმით, რეალურად, ადგილზე არც უცხოპლანეტელები და არც რაიმე სხვა გაურკვეველი არსებები ყოფილან. საბოლოოდ, პოლიციამ დაასკვნა, რომ "უცხოპლანეტელის" ვიდეო ერთ-ერთმა იქ მყოფმა თინეიჯერმა ატვირთა საზოგადოების შესაშინებლად.

მოგვიანებით უკეთეს ხარისხში გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც გარკვევით ჩანდა, რომ სავარაუდო "უცხოპლანეტელები" ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.

Miami mall incident
Just people walking around
Not the aliens pic.twitter.com/l3QOmQIhvf
— Zuculo_ (@szuculo) January 5, 2024

სპეკულაციებს ისიც ამწვავებდა, რომ ვიდეოში გასროლის ხმებიც ისმოდა, თუმცა მოგვიანებით, პოლიციამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფეიერვერკების ხმა იყო:

"ეს არსება უცხოპლანეტელი არ ყოფილა, არც აეროპორტები დაკეტილა და არც ელექტროენერგია გათიშულა",- განაცხადეს სამართალდამცავებმა.

მიმდინარე კვირაში, სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი მსგავსი ვიდეო გავრცელდა. ის ბრაზილიის კუნძულ Ilha do Mel-ზე გადაიღეს. კადრებში დაახლოებით 6-7 მეტრის სიმაღლის ადამიანის მსგავსი ორი არსება ჩანს, რომლებიც მთის მწვერვალზე დგანან. ვიდეოს ავტორი ამტკიცებდა, რომ ადამიანებისთვის მთის ამ მონაკვეთზე ასვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

• ბრაზილიის მთავრობამ ჭორებთან გასამკლავებლად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციისგან განსხვავებული ხერხი აირჩია და გავრცელებულ ვიდეოს X-ზე ასე გამოეხმაურა:

"სურეალისტურია, რაც Ilha do Mel-ზე მოხდა. მდინარე პარანა ნამდვილად გასაოცარია და მის სანახავად "უცნაური არსებებიც კი გვეწვივნენ",- წერს კუნძულის ხელისუფლების ოფიციალური გვერდი.

მას შემდეგ, არც ბრაზილიის მთავრობას და არც პოლიციას ვიდეოსთან დაკავშირებით სხვა ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

სოციალური მედიის მომხმარებლები ვიდეოებს უფრო სკეპტიკური თვალით უყურებენ. მათ არ სჯერათ, რომ კადრებზე აღბეჭდილი ფიგურები უცხოპლანეტელები არიან.

"ოდესმე ვინმე შეძლებს უცხოპლანეტელების ახლოდან, კარგი ხარისხით გადაღებას?! ეს ფიგურები ალბათ უბრალოდ საფრთხობელები არიან", - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი X-ზე. მეორე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც დაეთანხმა პირველ კომენტარს და განაგრძო, - "სასაცილოა, რომ ყველა ვიდეო, რომელზეც უცხოპლანეტელები ჩანან, ცუდი ხარისხითაა გადაღებული".

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა