ავტორი:

"მსოფლიოს ოკეანეში გზის გაკვლევას ისევე ვცდილობთ, როგორც ჩვენი წინაპრები" - ახალმა ზელანდიელმა დეპუტატმა პარლამენტში ჰაკა შეასრულა (ვიდეო)

"მსოფლიოს ოკეანეში გზის გაკვლევას ისევე ვცდილობთ, როგორც ჩვენი წინაპრები" - ახალმა ზელანდიელმა დეპუტატმა პარლამენტში ჰაკა შეასრულა (ვიდეო)

ახალი ზელანდიის პარლამენტარმა ჰანა-რავიტი მაიპი-კლარკმა თავის პირველ საპარლამენტო გამოსვლაში მაორის ტრადიციული საბრძოლო ცეკვა, ჰაკა შეასრულა.

21 წლის კლარკი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია, რომელიც ახალი ზელანდიის პარლამენტში ბოლო 170 წლის განმავლობაში აურჩევიათ. ვიდეო, რომელზეც ჰანა-რავიტი პარლამენტში პირველად გამოდის სიტყვით, ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

კლარკმა სხდომაზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა: "ჩვენ მოვედით. აქ ვართ. მივცურავთ. მსოფლიოს უდიდეს ოკეანეში გზის გაკვლევას ისევე ვცდილობთ, როგორც ჩვენი წინაპრები".

ნახეთ ვიდეო: