ავტორი:

"ნიღაბი ჩამოხსნილია... გრცხვენოდეთ" - ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

"ნიღაბი ჩამოხსნილია... გრცხვენოდეთ" - ისრაელის საელჩო ერეკლე დეისაძეს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

ისრაელის სალეჩო საქართველოში მუსიკოს ერეკლე დეისაძის განცხადებას ეხმაურება და მას ანტისემიტურს უწდებს.

  • ცნობისთვის, დეისაძემ ისრაელს ოკუპანტი სახელმწიფო უწოდა და განაცხადა, რომ "ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს“.

"ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი "ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა...გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა "სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა. 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში - საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკვლით და გოგონების გაუპატიურებით.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ. როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია "ჰამასის“ სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში. ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი.

არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა "ჰამასს“, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს. მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი "ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური. ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი." - ნათქვამია განცხადებაში.