ავტორი:

"დიდ უბედურებას გადავრჩით" - წყალტუბოში, მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა

"დიდ უბედურებას გადავრჩით" - წყალტუბოში, მწერალ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა

წყალტუბოში, ყველასთვის საყვარელი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები სოციალურ ქსელში უმცროსი ოტია იოსელიანის მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა გამოაქვეყნა, ისინი პატარა ვაჟიშვილთან ერთად სწორედ ამ შენობაში ცხოვრობენ.

ნუცა ამბობს, რომ სახანძრო სამსახური სწრაფად მივიდა ადგილზე და ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა. "აქ ყველაფერი სველია, იმედია, ნივთები არ დაზიანდა. ძალიან დიდ უბედურებას ავცდით, მთავარია, რომ მუზეუმი დგას ფეხზე..." - ამბობს ნუცა.

იხილეთ ასევე: