ავტორი:

საქართველოს 2024 წლის "ევროვიზიაზე" ნუცა ბუზალაძე წარადგენს - "ოცნებები ხდება! გპირდებით მთელ გულსა და სულს ჩავდებ, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო"

საქართველოს 2024 წლის "ევროვიზიაზე" ნუცა ბუზალაძე წარადგენს - "ოცნებები ხდება! გპირდებით მთელ გულსა და სულს ჩავდებ, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო"

საქართველოს 2024 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაცია "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

"ევროვიზია!!! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით მთელს გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო", - წერს მომღერალი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე"

"ევროვიზია 2024" შვედეთის ქალაქ მალმოში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.