ავტორი:

გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს - დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს - დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი აწამეს და იარაღით მოკლეს. როგორც "ტვ მონიტორინგთან" საუბრისას, ძაღლის პატრონი ამბობს, ნაწამებ ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი, ის წუხელ დაიღუპა. შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში მოხდა.

"სახლში საწოლზე მეწვინა, ძალიან ჭკვიანი იყო, არანაირი აგრესია არ გამოუმჟღავნებია არასდროს“ - ამბობს ძაღლის პატრონი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.