ავტორი:

"რუსეთში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მუშების ევაკუაციის დროს განზრახ დაიკეტა კარი, რომლითაც ისინი გამოსვლას შეძლებდნენ" - რა მოხდა სანქტ-პეტერბურგში?

"რუსეთში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მუშების ევაკუაციის დროს განზრახ დაიკეტა კარი, რომლითაც ისინი გამოსვლას შეძლებდნენ" - რა მოხდა სანქტ-პეტერბურგში?

რუსეთის ფედერაციაში, სანქტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის ფართობი დაახლოებით 50 ათასი კვადრატული მეტრია.

უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ Wildberries-ის დამწვარი საწყობიდან მუშების ევაკუაციის დროს, შეგნებულად დაიხურა კარი, რომლის საშუალებითაც უფრო მეტ ადამიანს შეეძლო შენობიდან გამოსვლა. კარის შენგებულად ჩაკეტვის შესახებ მედია ქარხნის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

  • წყაროს თქმით, ხანძარი შესაძლოა მოკლე ჩართვის გამო გაჩენილიყო. მან აღნიშნა, რომ დილიდან საწყობში დამწვარი მავთულის სუნი იდგა, ასევე არ ჩაირთო სიგნალიზაცია, რადგან ის გამორთული იყო და ყველა ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.

მანამდე, ერთ-ერთი მუშა ამტკიცებდა, რომ საწყობის ახალ ნაწილში გაყვანილობა ცოტა ხნის წინ გამოიცვალა. მისი აზრით, შესაძლოა, ის აალებულიყო, რადგან ცუდად იყო გაკეთებული.

თანამშრომლების თქმით, საწყობში ევაკუაცია ჭყლეტის დროს მოხდა. საწყობის ერთ-ერთ შენობაში იყო ჩაკეტილი კარი, რომლითაც ხალხის გასვლა შეიძლებოდა და ამ დროს ცეცხლი მთელ ოთახს მოედო. ხანძრის დროს იქ დაახლოებით 1200 ადამიანი იყო, რომლებიც ალტერნატიული, პატარა კარიდან გამოიყვანეს.

ხანძარს მიენიჭა სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მათი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. საწყობი პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე მდებარეობს.