ავტორი:

ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - ანასტასიას საოცარი შესრულება

ოქროს მერე, უკვე ვერცხლიც: ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელი ისევ ევროპის ჩემპიონატის პიედესტალზეა - ანასტასიას საოცარი შესრულება

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლიეტუვის ქალაქ კაუნასში იმართება, საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა გრძელდება. სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას შთამბეჭდავი გამოსვლისა და ვერცხლის მედლის შემდეგ, ასევე ვერცხლი მოიპოვა ქალთა ერთეულთა კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გასული წლის გამარჯვებული გახლავთ. მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მე-3 ადგილზე იყო, თუმცა თავისუფალ პროგრამაში საოცარი გამოსვლის შემდეგ, მან მეორე ადგილზე გასვლა შეძლო. ულამაზესი პროგრამა ანასტასიამ უშეცდომოდ, საოცრად შთამბეჭდავად და ემოციურად წარმოადგინა. თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 137, 56 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 206.52 ქულა დააგროვა.

პირველ და მესამე ადგილზე ბელგიელი მოციგურავეები გავიდნენ: ლუნა ჰენდრიქსი (213, 25 ) და ნინა პინზანორე (202,29).

აღსანიშნავია, რომ გუშინ მედლების მეორე კომპლექტი მამაკაცებს შორის გათამაშდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა და ზედიზედ მეორედ, 1-ლი ადგილი დაიკავა ფრანგმა მოციგურავემ ადამ სიაო ჰიმ ფამ, მეორე ადგილზე, ესტონეთის ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, გავიდა ესტონელი სპორტსმენი ალექსანდრე სელევკო, ხოლო ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა იტალიელმა სპორტსმენმა მატეო რიცომ. ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე ორი პროგრამის ჯამში 233,16 ქულით 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მე- 7 პოზიციაზე აღმოჩნდა, რითიც გაიმეორე წინა წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგი და საქართველოს 2 საგზური მოუტანა მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.