პოლიციამ დააკავა 65-წლამდე მამაკაცი, რომელმაც რეხაში ძაღლს იარაღიდან ესროლა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გადარჩა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"სოფელ რეხადან შემოიყვანეს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი, აქვს ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში [...] დიდი ალბათობით გადარჩება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არ არის ყოველ შემთვევაში". - ამბობს ვეტერინარული კლინიკის თანამშრომელი "ტვ მონიტორინგთან" საუბრისას.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ძაღლზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა დღეს ასევე გორში, წმინდა წყლის დასახლებაში. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ცხოველის წამებისა და იარაღით მოკვლის ფაქტს. როგორც ძაღლის პატრონი ამბობს, ნაწამებ ძაღლს ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი, ის წუხელ დაიღუპა.