ავტორი:

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა - გამოცხადდა განგაშის მესამე დონე (ფოტოები)

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა - გამოცხადდა განგაშის მესამე დონე (ფოტოები)

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულ სუვანოსეჯიმაზე, ოტაკეს მთაზე ვულკანი ამოიფრქვა.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განგაშის მესამე დონე გამოაცხადა და მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

სააგენტო მოუწოდებს მთამსვლელებს არ გადაადგილდნენ ოტაკეს მთის მიმართულებით.

მათივე ცნობით, შესაძლოა, ქვები და ფერფლი 2 კილომეტრის რადიუსში გაიფრქვეს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.