ავტორი:

ისლანდიაში, მეთევზეთა სოფელთან, ვულკანი ამოიფრქვა - მოსახლეობის ევაკუაცია ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა (ფოტოები)

ისლანდიაში, მეთევზეთა სოფელთან, ვულკანი ამოიფრქვა - მოსახლეობის ევაკუაცია ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე განხორციელდა (ფოტოები)

ისლანდიაში, რეიკიავიკთან ახლოს, ვულკანი ამოიფრქვა. ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა. საბედნიეროდ, ევაკუაცია ვულკანი ამოფრქვევამდე რამდენიმე საათით ადრე მოხერხდა.

მედიის ცნობით, ბოლო კვირაში და განსაკუთრებით კი გუშინ ქვეყანაში სეისმური აქტივობა გააქტიურებული იყო, რის გამოც, განსაკუთრებული ზომები მიიღეს.

  • ვულკანი ამოიფრქვა სოფელ გრანდავიკთან. სეისმური აქტივობა გაძლიერდა ღამით, ამიტომ, ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა შუაღამის სამ საათზე - ამის შესახებ ისლანდიის მედია წერს.

გრინდავიკი მეთევზეთა პატარა სოფელია, დედაქალაქთან ახლოს, სადაც დაახლოებით 4000 ადამიანი ცხოვრობს,

თავდაპირველად, 11 ნოემბერს, სიფრთხილის მიზნით, დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, თუმცა ზოგიერთი უბრუნდებოდა თავის სახლს, ახლა კი მათი ევაკუაცია სავალდებულო გახდა.