ავტორი:

მექსიკის საზღვრის გადაკვეთისას ორი ბავშვი და ქალი დაიხრჩო - "აშშ-ს სასაზღვრო პატრულს ტეხასის მთავრობამ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა"

მექსიკის საზღვრის გადაკვეთისას ორი ბავშვი და ქალი დაიხრჩო - "აშშ-ს სასაზღვრო პატრულს ტეხასის მთავრობამ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა"

აშშ-ს ფედერალური სამსახურის განცხადებით, ტეხასში, რიო გრანდეს გადაკვეთისას ქალი და ორი ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტების ექვსკაციანი ჯგუფი აშშ-ში შესვლას სამხრეთ საზღვრის მონაკვეთიდან ცდილობდა.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერმა განცხადებაში დააკონკრეტა, რომ მექსიკის მთავრობამ მიგრანტების გასაჭირის შესახებ აშშ-ს სასაზღვრო პატრულს შეატყობინა, თუმცა ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა მათ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

ტეხასის სამხედრო დეპარტამენტის ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ისინი აშშ-ს მექსიკელ მიგრანტებზე წვდომას არ მისცემდნენ და რომ ადგილზე სიტუაციის გამოსაძიებლად თავიანთ ჯარისკაცს გაგზავნიდნენ.

ტეხასის სამხედრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ პერსონალს მიგრანტების გასაჭირის შესახებ პარასკევს აცნობეს, მაგრამ როცა შესამოწმებლად ადგილზე მივიდნენ, იქ ვერავინ ნახეს. მათი თქმით, მოგვიანებით შეიტყვეს, რომ შემთხვევა მდინარის მექსიკის მხარეს მოხდა და ემიგრანტები მათ დახმარებას არ საჭიროებდნენ.

თეთრი სახლის სპიკერმა ანჯელო ფერნანდეს ერნანდესმა Reuters-ს განუცხადა, რომ მექსიკის მთავრობის მცდელობები, გზა გადაუჭრას სასაზღვრო პატრულს, არსებითად პოლიტიკური დადგმის ნაწილია: "გუბერნატორი აბოტი განაგრძობს თავის უკიდურეს პოლიტიკურ ტრიუკებს, რომლებიც არა მხოლოდ ადამიანების დეჰუმანიზებას და დემონიზაციას ემსახურება, არამედ სასაზღვრო პატრულისთვის სამუშაოს შესრულებასაც უფრო რთულსა და საშიშს ხდის",- თქვა ერნანდესმა.

ებოტის პოლიტიკა უსაფრთხოების დეპარტამენტმაც გააკრიტიკა: "ტეხასის გუბერნატორის პოლიტიკა სასტიკი, საშიში და არაადამიანურია. ეს ტეხასის მხრიდან ფედერალური ხელისუფლების აშკარა უგულვებელყოფაა. ტეხასის შტატმა უნდა შეწყვიტოს აშშ-ს სასაზღვრო პატრულის მიერ აშშ-ს კანონის აღსრულებაში ჩარევა",- წერია განცხადებაში.

წყარო: nbcnews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა