ავტორი:

კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

კახა კალაძემ ნიკურაძეების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ძველით ახალი წელი კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა.

პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებული საჩუქარი - საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, კახა კალაძისგან წელს ნიკურაძეების შვიდსულიან ოჯახს გადაეცა. სახლის გასაღები ნიკურაძეების ოჯახს კახა კალაძის უფროსმა ვაჟიშვილმა, ლევან კალაძემ გადასცა.

დღეიდან, ლაშა ნიკურაძის ოჯახს, თხუთმეტწლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთარი ჭერი და საკარმიდამო ნაკვეთი აქვს.

"უბედნიერესი 2024 წელი დაიწყო ჩემთვის, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ კახის. მან სამტრედიაში არაერთი ოჯახი გაახარა და გააბედნიერა, მათ შორის არის ჩემი ოჯახიც“, - განაცხადა ლაშა ნიკურაძემ.

სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა: სტეფანემ, ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ და მასტერმა მიიღეს.