ავტორი:

"ძალიან რთული იყო, ალბათ ისეთივე რთული, როგორი სტრესიც არის ოჯახის დანგრევა..." - გვანცა დარასელია ტელევიზიიდან წასვლაზე

"ძალიან რთული იყო, ალბათ ისეთივე რთული, როგორი სტრესიც არის ოჯახის დანგრევა..." - გვანცა დარასელია ტელევიზიიდან წასვლაზე

უკვე მეორე წელია, რაც ტელეჟურნალისტი გვანცა დარასელია წამყვანის ამპლუას ჩამოშორდა.

მან გადაცემა "სთორიში“ სატელევიზიო პაუზის შესახებ ისაუბრა და მკითხველს მიანიშნა იმ მიზეზზე, რის გამოც, საყვარელი ტელევიზიის დატოვება მოუწია".

"პაუზა ჩემი გადაწყვეტილება იყო, ამ სივრცეში დასაბრუნებლად კარგ შანსს მინდა დაველოდო. ძალიან რთული იყო, ალბათ ისეთი, როგორი სტრესიც არის ოჯახის დანგრევა, წლების შემდეგ განშორება საყვარელ ადამიანთან. 15 წელი ვიმუშავე "რუსთავი 2"-ზე, რომელიც ჩემი სახლი იყო და ის გარემო ჩემთვის შესისხლხორცებული გახლდათ. თუმცა ის რაღაცებიც რთული იყო, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

სრულიად შეგნებულად მივიღე ეს გადაწყვეტილება. უკვე ერთ ადგილზე ვტრიალებდი. ჩვენს სფეროში თუ ენთუზიაზმი და დიდი სიყვარული არ გამოძრავებს იმ ყოველდღიური საქმის, ძალიან გეტყობა. ეს ემოცია შენში უნდა იყოს, რომ ძალიან მოგწონს და გიხარია. როდესაც ვიგრძენი, რომ არ მინდა ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმზე ვიდექი და ამან დამთრგუნა და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

ამ გარემოდან წამოსვლა არ მინანია, მაგრამ დანაკლისი ჩემი ყოველდღიური საქმიანობის მაქვს".