ავტორი:

ანტარქტიდაზე თეთრი პინგვინი შენიშნეს - გენეტიკური მუტაცია, რაც პიგმენტაციის ნაწილობრივ დაკარგვას იწვევს

ანტარქტიდაზე თეთრი პინგვინი შენიშნეს - გენეტიკური მუტაცია, რაც პიგმენტაციის ნაწილობრივ დაკარგვას იწვევს

ანტარქტიდაში, გაბრიელ გონსალეს ვიდელას ბაზაზე ნახეს თეთრი პინგვინი, რაც იშვიათი შემთხვევაა. მსგავსი შეფერილობა გამოწვეულია გენეტიკური დაავადებით, რომლის სახელიც არის ლეიციზმი, რაც იწვევს პიგმენტაციის ნაწილობრივ დაკარგვას.

ალბინიზმისგან განსხვავებით, ლეიციზმი გავლენას არ ახდენს თვალის ფერზე, რითაც შეგვიძლია განვასხვაოთ ამ შეფერილობის პინგვინი ალბინოსი მონათესავეებისგან.

ლეიციზმი - იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება გენთა იმგვარი მუტაცია, რაც პიგმენტაციის ნაწილობრივ დაკარგვას იწვევს.

თეთრი პინგვინი ანტარქტიდაზე 4 იანვარს შენიშნეს. ზოგადად ამ სახეობის პინგვინები შებუმბლული არიან შავ-თეთრი ბუმბულით, შესაბამისად, თეთრი ეგზემპლარი იშვიათი ნიმუშია, თუმცა ის შესაძლოა, უფრო შესამჩნევი და ადვილად მოსანადირებელი იყოს მტაცებლებისთვის ჩვეულებრივი შენიღბვის გარეშე.

  • თარგმნა ანასტასია შალიკაშვილმა