ავტორი:

პაპარაცებმა ლეონარდო დიკაპრიო 25 წლის მოდელთან რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს (ფოტოები)

პაპარაცებმა ლეონარდო დიკაპრიო 25 წლის მოდელთან რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს (ფოტოები)

ლეონარდო დიკაპრიო და მისი ახალგაზრდა მოდელი ვიტორია ჩერეტი პაპარაცებმა რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს.

"ტიტანიკის" 49 წლის მსახიობი და 25 წლის მოდელი კალიფორნიაში, ახლად გახსნილ რესტორან Cipriani-ში იმყოფებოდნენ. როგორც ყოველთვის, დიკაპრიო ფოტოგრაფებისგან დამალვას ცდილობდა და რესტორანი თავისი საყვარელი შავი ბეისბოლის კეპით დატოვა.

ლეოსგან განსხვავებით, ჩერეტი უფრო თვალშისაცემად გამოწყობილი. გოგონას ვერცხლისფერი ღრმა დეკოლტეიანი ტოპი და თეთრი ქურთუკი ეცვა, ხელში კი პატარა ჩანთა ეკავა.

ბოლო თვეების განმავლობაში ვიტორია და ლეონარდო პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილან, თუმცა ბოლოს წყვილი 2023 წლის დეკემბერში პარიზული რესტორნიდან გამოსვლისას. რამდენიმე კვირით ადრე ოსკარის მფლობელი მსახიობი ჩერეტისა და მის ოჯახთან ერთადაც შენიშნეს. ისინი მდიდრულ უბანში საყიდლებზე სეირნობდნენ და დღის ბოლოს თანამედროვე ხელოვნების გალერეასაც ესტუმრნენ.

ჩერეტი და დიკაპრიო პირველად 2023 წლის აგვისტოში, ესპანეთის ერთ-ერთ კლუბში ნახეს ერთად. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მათ მთელი საღამო ერთად გაატარეს და მხოლოდ ერთმანეთთან ცეკვავდნენ.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა