ავტორი:

დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა - რა დაგიჯდებათ მისი მონახულება?

დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა - რა დაგიჯდებათ მისი მონახულება?

დღეიდან, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აია- სოფიაში შესვლის საფასური 25 ევროს ეკვივალენტი იქნება. ამასთან, მედიის ინფორმაციით, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი აქვს, ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო იყო.

ცნობისთვის, აია სოფიას საკათედრო ტაძარი ბიზანტიის ქრისტიანმა იმპერატორმა, იუსტინიანე I-მა ააგო და 537 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. 1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1935 წლიდან, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათათურქის ბრძანებულებით, აია სოფია მუზეუმის სახით ფუნქციონირებდა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა...წაიკითხეთ სრულად