ავტორი:

ქართველი ხელბურთელების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა

ქართველი ხელბურთელების ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინა ანგარიშით 22:19 დაამარცხა.

ეს არის პირველი გამარჯვება, რომელიც ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა. ტიტე კალანდაძის გუნდმა E ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. სამი მატჩიდან გუნდს ორი წაგება და ერთი მოგება აქვს.

ქართველმა ხელბურთელებმა ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წააგეს, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხეს (22:19).