ავტორი:

გერმანიაში სიგარეტის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში სიგარეტის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ზეჰაუზენის სუპერმარკეტში სიგარეტის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულის თანმხლებმა ორმა პირმა გაქცევა მოახერხა და მათ ამ დრომდე ეძებენ. ისინიც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა სიგარეტები ქურთუკის სახელოებში ჩამალეს და ისე გამოიტანეს სუპერმარკეტიდან. პოლიცია თვითმხილველმა გამოიძახა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.