ავტორი:

"ძაღლი ნაპოვნია დიღმის ტრასაზე, "ვენდისთან". დათიც შემჩნეულია იგივე ტერიტორიაზე" - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს უკვე მე-2 დღეა ეძებენ: რას წერენ ახლობლები?

"ძაღლი ნაპოვნია დიღმის ტრასაზე, "ვენდისთან". დათიც შემჩნეულია იგივე ტერიტორიაზე" - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს უკვე მე-2 დღეა ეძებენ: რას წერენ ახლობლები?

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს დათი გავაშელს უკვე მეორე დღეა ეძებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ახალგაზრდა შინიდან ძაღლთან ერთად გავიდა. ბოლო ინფორმაციით, ძაღლი იპოვეს, თუმცა მამაკაცი ჯერ ვერა.

"08:25 მდგომარეობით ისევ იძებნება, სავარაუდო ტერიტორია: აღმაშენებლის ხეივანი. ბოლო მომაცემით, აცვია შავი ჰუდი და აღარ არის ძაღლთან ერთად. დაიკარგა ჩვენი მეგობარი დათი გავაშელი. გთხოვთ ყველამ გააზიაროთ და თუ რამე ინფორმაცია გექნებათ დარეკეთ : 500500110, 577555800, +995 599 15 55 50, 591000220, 599339338.

პ.ს. ძაღლი ნაპოვნია დიღმის ტრასაზე ვენდისთან. დათიც შემჩნეულია იგივე ტერიტორიაზე", - წერს დაკარგულის ერთ-ერთი მეგობარი.

ინფორმაციას გაუჩინარებული მამაკაცის მეუღლეც ავრცელებს:

"ჩემი მეუღლე დათი გავაშელი დაიკარგა გუშინ 5 საათისთვის. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული და უკვე 17 საათია ქუჩაშია. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ დამირეკეთ 591000220. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, რადგან პოლიცია იმედს ვერ გვაძლევს და უკვე დიდი დროა გასული", - წერს ლიზი ყარაშვილი.

იხილეთ ასევე: