ავტორი:

"არც ერთი წამი არ დამავიწყდება ბედნიერების და აღფრთოვანების. ჩემი გულის მეგობარია. ჩემი აზრების და იდეების მეგობარი" - რას წერს ანა სანაია გიორგი კეკელიძეზე

"არც ერთი წამი არ დამავიწყდება ბედნიერების და აღფრთოვანების. ჩემი გულის მეგობარია. ჩემი აზრების და იდეების მეგობარი" - რას წერს ანა სანაია გიორგი კეკელიძეზე

მსახიობი ანა სანაია წერს მწერალ გიორგი კეკელიძის შესახებ, რომელიც ახლახან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

"აღდგენილი იდიშური თეატრი, 13 მარტი და გიორგი კეკელიძე.

ვერასდროს ვიფიქრებდით ვერც მე და ვერც გიორგი კეკელიძე, რომ ოდესღაც ოზურგეთის თეატრში - სადაც წვიმდა პირდაპირ სცენაზე - ერთმანეთს გავიცნობდით ბრეხტიანულად და მერე, წლების მერე, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სწორედ მისი დახმარებით და ხელშეწყობით - აღდგებოდა იდიშური დასი.

არც ერთი წამი არ დამავიწყდება. ბედნიერების და აღფრთოვანების.

ჩემი გულის მეგობარია. ჩემი აზრების და იდეების მეგობარი და იდიშური კულტურის მეგობარი. არავის არ უყვარს წიგნი ასე. არავის გაუხდია წიგნის კითხვა ასეთი ტრენდული!

ყველგან გახსნა ბიბლიოთეკა, ჩიტის ბუდეშიც კი.

არ ვიცი, რა ძალა ამოძრავებდა, მაგრამ იშვიათი ნიჭის პატრონია და ძალიან, ძალიან კარგი მეგობარი.ჰო, საერთო ფოტო არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს საერთო ჩათი (რომელშიც ცოდვა-ბრალი ტრიალებს) და გვაქვს საერთო საქმის ფოტოები. უნიკალური და საყვარელი", - წერს ანა სანაია.